ამ დროისთვის უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.
ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც ტერიტორია უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყვითელი ლენტით გადაკეტეს. ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.