ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე  ნოდარ გიორგიძესთან და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ნინო მშვილდაძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების  საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 2022-2023 სასწავლო წელს 20 საბაზისო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეა.


"მინდა მოგილოცოთ წარჩინებული მოსწავლის ტიტული, ეს წარმატება დიდი შრომის შედეგია, როგორც თქვენი, ასევე პედაგოგების და მშობლების. გისურვებთ ასე წარმატებით დაგემთავრებინოთ სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. შემდეგ კი თქვენი განათლება და გამოცდილება, ჩვენი მუნიციპალიტეტის  საკეთილდღეოთ გამოგეყენებინოთ".
განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.