ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, სოფელ ზეგანის და საკრაულას  საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს შეხვდა. 


სოფელ ზეგანის და საკრაულას სკოლებს წელს მე- 12 კლასის თითო კურსდამთავრებული ჰყავს.
 ლუკა კუპრაძე საკრაულის , ხოლი  ირაკლი ზირაქაძე ზეგანის სკოლის კურსდამთავრებულია.
დღეს შეხვედრაზე კახა ენუქიძემ, მათ საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა და წარმატებები უსურვა.
"გილოცავთ სკოლის  დამთვრებას, გისურვებთ თქვენი მიზნების ასრულებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვიმედოვნებ  თქვენი მიღწევებით ასახელებთ როგორც თქვენს სკოლებს, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტს,  შემდეგ წლებში ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით მთიან სოფლებში ვისურვებდი მოსწავლეთა სიმრავლეს, რადგან განათლებული ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალია".
განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.