საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით გაგრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების და მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია, 15 მრავალბინიანი კორპუსი უკვე გადაიხურა და შეკეთდა 92 სახლი, - ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„დაგეგმილია სოფელ ჯუმათში, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სადაც 6 კმ სიგრძის გზა მოეწყობა, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 5 200 000 ლარია. ასევე, დაბა ურეკში, განხორციელდება მესხის მეორე ქუჩის შიდა მონაკვეთის რებილიტაცია, რომლის ბიუჯეტივ 139 067 ლარს შეადგენს. ბაილეთში, სკოლის მიმდებარედ, შიდა საუბნო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რისთვისაც 403 760 ლარი დაიხარჯება. სოფელ ნატანებში კი, ლეკურას უბანში, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება, რომლის მოსაწყობად 123 844 ლარია გამოყოფილი.