აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ტრენინგებს უტარებს.
თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზანი ობიექტებში უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ხელშეწყობაა.
მოკლე ტრენინგ-კურსი ჩაუტარდა სასტუმროების HR მენეჯერებსაც. ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესუსრსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეათანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგისმისაღებად.
წლის ბოლომდე უწყება ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“, საბაზისო კურსი სომელიებისთვის და ცნობილი სპიკერების საჯარო შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაშიტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორისწარმომადგენლები გამოავლენენ.