აჭარის საზღვაო ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უწყებათაშორისი სამუშაო შეხვდა გამართა.
2023 წლის საზღვაო სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების სრული კოორდინაცია - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. უწყებებს დაევალათ საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადებისა და ნარჩენების მართვისთვის.
აჭარა, ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება. ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში მზარდია, 2022 წელს რეგიონში 3,9 მლნ ვიზიტი გამხორციელდა. შესაბამისად, 2023 წლის საზღვაო სეზონთან დაკავშირებითაც მოლოდინები პოზიტიურია.
აჭარაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სერვისების შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაციაზე მუშაობა. აჭარა წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან და რეპუტაციულ ტურისტულ პლატფორმაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები.