წყლის  რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს  ბაღდათის  და წყალტუბოს  მუნიციპალიტეტები რამდენიმე წელია ერთობლივად სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნავს. 

ამ დღესთან დაკავშირებით
ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების მოსწავლეებს , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ უმასპინძლა. ახალგაზრდებმა  ვიზიტის ფარგლებში პრომეთე,  ასევე თეთრა მღვიმე მოინახულეს და  კურორტ წყალტუბოს აბაზანები დაათვალიერეს, წყლის რესურსების დაცვის დღეს მიეძღვნა კონფერენცია, სადაც ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, თავიანთი მუნიციპალიტეტების კურორტები, საირმე და წყალტუბოს აბაზანები  პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები 2017 წლიდან ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრები არიან.


წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ტურიზმის სამსახურები უწევენ ორგანიზებას.