"29 აპრილი აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიისათვის სიგნალი, რომ არანაირი „პროქსი” და „ჰიბრიდული” სტრატეგია, სანამ დროა ბოლომდე უნდა მიაწვნენ საქართველოს და ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. სრული მობილიზაციაა გამოცხადებული ფინანსური და საგარეო მხარდაჭერით," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
29 აპრილს ნათლად დააფიქსირა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და ქვეყნის სუვერენიტეტის, დეოკუპაციის, სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლისთვის აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, გვერდში დგომა აღუთქვა.
29 აპრილი აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიისათვის სიგნალი, რომ არანაირი „პროქსი” და „ჰიბრიდული” სტრატეგია, სანამ დროა ბოლომდე უნდა მიაწვნენ საქართველოს და ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. სრული მობილიზაციაა გამოცხადებული ფინანსური და საგარეო მხარდაჭერით. ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ შეიკრა კოალიცია, რომელსაც გლობალური ომის კონგლომერატი მეთაურობს.
საქართველოში მიმდინარე პროტესტი, აბსოლუტურად მართულია და იმდენად არაავთენტიკურია, რომ ერთი შეხედვითაც ჩანს. ამას ასწავლიან ტრენინგებზე, რომელსაც იმ შავი ფულით აფინანსებდნენ, რის გამჭვირვალობის წინააღმდეგაც ატეხეს ამბავი.
ფსევდო-სახალხო ლიდერები ბუღაძეების სახით, რომლებიც ფსევდო-მშვიდობიანი აქციებს აორგანიზებენ, ოღონდ მაქსიმალური პროვოკაციითა და შეურაცხყოფით სამართალდამცავების მისამართით, რომ იძალადონ შენზე და მსხვერპლად წარმოაჩინო თავი. ერთი დეტალი - გუშინ ღამე სად იყვნენ ორგანიზატორები და პოლიტიკოსები? გვიან მხოლოდ აქტივისტები იყვნენ რუსთაველზე?! სტრატეგიაა ასეთი, რომ თითქოს პროცესებს არავინ აკონტროლებს და ბუნებრივად ნივთდება პროტესტი, მერე მივარდნები, ცეცხლი, ყვირილი და ფონი, რომ თითქოს ქაოსია. სინამდვილეში, შარპის თეორიების გადამღერებაა, რომელსაც აკერმანი ასწავლიდა ჩვენს უსამშობლოებს! მოკლედ, მართული ქაოსის შექმნის მცდელობასთან გვაქვს საქმე, სადაც 1000 კაცს უნდა ეს ქვეყანა ააყირაოს პირადი ნება-სურვილით! არაფერი გამოგივათ! P.S. და კიდევ ერთი აუცილებელი შენიშვნა - ეს პროცესები წაახალისა ნაბიჭვარმა პრეზიდენტმა, როდესაც ათასი რჯულის დამნაშავე პარაზიტი გაათავისუფლა და პოლიტიკა აქცია ნაძირალების თავშესაფრად!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.