“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ორბელიანების სასახლესთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
“რას ვამბობდით - თუ ზურაბიშვილი შეძლებს სააკაშვილის ჩანაცვლებას, მაშინ გლობალური ომის პარტია მიშას ჩამოწერს და ფსონს სალომეზე გააკეთებსო?! ისე აგიხდეთ, შეაქუჩა მთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო. მოკლედ, ოქტომბრის არჩევნები იმაზე მეტად გამარტივდა, ვიდრე წარმომედგინა. ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს “აგენტოკრატიისგან”!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.