"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება უკრაინის მიერ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოსთვის ქულის არ დაწერას. ქადაგიძის თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის.
"ჩვენ უკრაინელ ბავშვებს სკოლები და ბაღები გავუხსენით, ლტოლვილები შევიფარეთ, სოციალური დახმარება დავუწესეთ. ესაა მარტივი მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის…
აბა, ზელენსკის ფანობა როგორ ხართ?!" - წერს ქადაგიძე.
ცნობისთვის, საქართველოს წარმომადგენლებმა საბავშვო ევროვიზია 2023-ზე უკრაინიდან ქულა ვერ მიიღეს. რასაც საქართველოში კრიტიკა მოჰყვა.
საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა.
ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო, ჯამში, 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა.