„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
„წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მზადაა. ამ ეტაპზე, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით, თუ როდის უნდა გაიხსნას დაწესებულება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და საზღვარგარეთ მედიკამენტების ნიმუშების გადაგზავნა, მისი ხარისხის დასადგენად აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.