7 500 მედიკამენტზე ჩვენ უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა მოსახლეობას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

„გვრჩება 3 ათასს მედიკამენტზე დასაწესებელი რეფერენტული ფასი, სადაც ჩვენი მოსახლეობა სწორ გულისწყრომას გამოთქვამს, რომ მათზე მოხდა საკმაოდ დიდი ფასნამატი, ამიტომ ვეცდებით, რომ დანარჩენი მედიკამენტებიც მოვაქციოთ რეფერენტული ფასების ნუსხაში, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.