ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სენატორი ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტს და მის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა. 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან. ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა  მასპინძელი მონასავით  დაფაცურდებოდა.

მისივე თქმით, ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო ნამდვილად ასე მოხდებოდა.


„სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება: "მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა" ძალიან თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან.
ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა  მასპინძელი მონასავით  დაფაცურდებოდა. ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო ნამდვილად ასე მოხდებოდა.
ზოგადად, შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს“-წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.