ჩვენ არჩევის ვადებს დავიცავთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად და არა ის, რომ კონსტიტუციური ვადები დაიცვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ჩვენ არჩევის ვადებს დავიცავთ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად და არა ის, რომ კონსტიტუციური ვადები დაიცვას, იგივე - დღევანდელი დღე, საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ დანიშნა, მერე ალბათ, საუბარს დაიწყებს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამიტომ მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია და მე არ გამოვალ ორბელიანების სასახლიდან და ასე შემდეგ, შესაძლო, ეს შემდეგი სერიებიც ვიხილოთ“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი არ მიიჩნევს ლეგიტიმურად პარლამენტის 150 დეპუტატს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც და შესაძლოა, „იგი დროში უკან დაბრუნდეს“, განაცხადოს, რომ 2021 წელს საკრებულოები რომ იყო არჩეული, ისინიც არ არიან ლეგიტიმური. „არ ვიცი, ამ ქალბატონის ფანტაზია სადამდე წავა, ეს მასზეა დამოკიდებული“, - დასძინა ბოჟაძემ.