,,ომის და ღალატის პარტია" - ნაციონალური მოძრაობა, მისი გავლენის ქვეშ მყოფი სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი ყოვედღიურ რეჟიმში განაგრძობენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას: ტყუილით, დეზინფორმაციით, ,,ფეიქნიუსების" გავრცელებით, მიზანი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა და რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაა." - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ვლდიმიერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სამწუხაროა, რომ ამ ორკესტრირებულ პროცესს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა და აბსურდულ, ,,გაჟღერებულ ბრალდებებზე კატეგორიული პასუხი" მოითხოვა.
დღეს ირაკლი კობახიძემ საქართველოს შიდა და გარე მტრებს, მათ ყველა აბსურდულ და სამარცხვინო ბრალდებაზე არგუმენტირებული და ფაქტებით გამყარებული პასუხი გასცა. მიუხედავად ,,რადიკალური ოპოზიციის" ყოველდღიური, დაუღალავი მცდელობებისა, დააზიანონ საქართველო სახელმწიფო ინტერესები, არეულობით და დესტაბილიზაციით საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას, რუსეთ-უკრაინის ომში ჩაითრიონ ქვეყანა, მათ მიზნებს შესრულება არ უწერია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს! სწორედ ქართველი ხალხის დავალებით უზრუნველყოფს ხელისუფლება საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს" - წერს ვლადიმერ ბოჟაძე