თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.
„2012 წლის არჩევნებზე ქართველ ხალხთან დამარცხების შემდეგ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" დაშლის და გაშლის გეგმა შეიმუშავა. გეგმის მიხედვით სისხლიანი რეჟიმის ლიდერებიდან ზოგიერთი ქვეყნიდან გაიქცა(ადეიშვილი, სააკაშვილი), ზოგიერთი პარტიიდან წავიდა და სამოქალაქო სექტორში ,,აღმოჩნდა", ზოგი ,,კრიტიკულ მედიაში" გადაბარგდა, ზოგიერთი საკუთარი პარტიის გაკეთებას ,,შეეცადა"(ჯაფარიძე, ვაშაძე, ბაქრაძე, უგულავა). სინამდვილეში არცერთ მათგანს მიხეილ სააკაშვილისთვის და ,,ნაცმოძრაობისთვის" არცერთი წამი უღალატიათ, პირიქით, სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ(დღესაც მოქმედებენ) და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არჩევნებზე ამომრჩევლების მოტყუებას ცდილობენ. ამ გეგმის მიხედვით შეიქმნა ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,ევროპული საქართველო", ,,გირჩი", ,,დროა", შექმნის ეტაპზეა ნიკანორ მელიას და ნიკა გვარამიას პარტიები. ,,ნაცმოძრაობას" გამიჯნულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილთან სრულ კოორდინაციაში ,,ლელო" და ,,საქართველოსთვის". ოპოზიციურ ველზე კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი: დედა პარტია -ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით, ,,გამარჯვების კოალიცია" - გიორგი ვაშაძე, ,,გირჩი-ნაციონალები" - ზურაბ ჯაფარიძე, ,,დროა- ნაციონალები" ელენე ხოშტარია, ,,ლელო-ნაციონალები" მამუკა ხაზარაძე, ,,საქართველოსთვის ნაციონალები"- გიორგი გახარია, მელია, გვარამია, ოლიგარქი კეზერაშვილის მოპარული მილიონებით დაფინანსებული ,,ტვ პირველი", ,,მთავარი", ,,ფორმულა", ,,კავკასია", და მოსყიდული ზოგიერთი ენჯეო. ამ გეგმამ ვერ იმუშავა ვერც 2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2020, 2021 წელს და 2024 წელს იმუშავებს. კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა" გარდაუვალი მარცხისთვის არის განწირული, ხოლო საქართველო, ქართველი ხალხი და ,,ქართული ოცნება" კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს!" - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.