მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტის გამართვაზე შეთანხმდნენ.
“მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი”, - აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.
Had a good meeting with Prime Minister @PM_Kobakhidze on the margins of the @WorldGovSummit. We agreed on holding the next 🇭🇺-🇬🇪 intergovernmental summit in Budapest as soon as possible. pic.twitter.com/yAtpJMWgR6
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 13, 2025