მაინც მზად რომ ვიყოთ...ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. საგარეო და საშინაო მოვლენების ლოგიკის თანახმად, წესით, საქართველოში, უახლოეს ხანებში, ანტიჩინური კამპანია უნდა დაიწყოს! – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ზოგიერთი, დღეს, შეიძლება, არც ფიქრობს ამის შესახებ, თუმცა, სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე, ხვალ და ზეგ იძულებული გახდება და ამ კამპანიაში მაინც ჩაერთვება" - წერს "ფეისბუკში".
ცნობისთვის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინის განცხადებით, გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს