თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობაში, სადაც საოფისე ფართებია განლაგებული, ცეცხლი ჯერ სახურავს გაუჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულზე გავრცელდა. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

"ხანძარი ლიკვიდირებულია, გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გამომწვევი მიზეზები უმოკლეს ვადებში დადგინდება", - აცხადებს თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.