ჩვენ სულ ექვსი ვერტმფრენი გვყავს, სამი ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ და წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი, შემდეგ წელს დასრულდება შემოყვანა, ვერტმფრენი ხომ მანქანა არ არის, გახვიდე და ბაზრობაზე იყიდო, რიგებია და ამაზე თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში განაცხადა.
„ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები, სწავლება და გადამზადება უნდათ პილოტებს და ა. შ. იგივე ვერტმფრენებია ესენიც, უბრალოდ, ისინი ახლებია, იგივე შეუძლია არსებულსაც. არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია. არც ერთი პილოტი არ აფრინდება, თუ გამართული არ არის. უტარდება ტექდათვალიერება ყოველ წელს და ჩათვალეთ, ახალი ვერტმფრენია, უბრალოდ, ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდდით ისევ?! ვიყიდეთ ახლები“, – განაცხადა გომელაურმა.