მადლობა პირველ რიგში, ყველას მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა შსს-ს თანამშრომლებს, ყველა მეთაურს. ამ დღეებში მოხდა ძალადობა მოქალაქეებზე, პოლიციელებზე, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი. დღეს ჩვენმა კოლეგებმა არა ერთხელ ბრძანეს და სამწუხაროდ, მეც არ მომისმენია, ვინმე გამოსულიყოს, მათ შორის ელჩებიც და მოეწოდებინათ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ძალადობის წინააღმდეგო.
ელჩები ხშირად პირველი გამოდიოდნენ ხოლმე და მომიწოდებდნენ ამისკენ. ძალადობა არის ცუდი. ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ როგორც მოქალაქეს, ასევე პოლიციელს. ყველა ადამიანები ვართ, ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები. ძალადობა არ შეიძლება არც მოქალაქეზე, არც ჟურნალისტზე და არც პოლიციელზე. მე ვამბობ, ძალიან ცუდია, თუ ვინმე, მოქალაქე, თუ პოლიციელი დაშავდა. პოლიციელს თავი გაუტეხეს, თვალი ამოუგდეს, ძვალი ჩაუმტვრიეს, არ მინახავს გამოხმაურება, რომ ეს რა მოხდა ხალხნო, რომ მოუწოდონ, ნუ ესვრით ქვებს პოლიციელებს. ნუ ესვრით გაყინულ ბოთლებს, ნუ ასხამთ საღებავებს და ა.შ. შეიძლება, ერთი ორმა ადამიანმა თქვა, მაგრამ უმეტესობას არავის არ უთქვამს, ხმა არ ამოუღია. ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.