ის პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ ჩაიდენენ კონკრეტულ ძირგამომთხრელ საქმიანობას, პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია. იგი ეხმაურება სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას.
„ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ეს მუხლი ამოღებული იყო 2007 წელს, ერთი წლით ადრე, სანამ საქართველოში დაიწყებოდა ომი. ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხვევა, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, თუმცა ჩვენ უზრუნველყოთ იმას, რომ ეს მუხლი აღდგეს და ის პირები, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ჩოჩიამ.
პარლამენტი „სამშობლოს ღალატის“ მუხლს აბრუნებს. აღნიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილება.