"ცდილობენ, რომ ის ძალადობა, რომელსაც თავად ახალისებენ, შეფუთონ და წარმოადგინონ, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი გამოხატულება," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა, რითაც ბათუმში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ძალადობრივმა კამპანიამ თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლა.
"ჩვენ თვალს ვადევნებთ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალადობრივმა კამპანიამ თბილისიდან გადაინაცვლა, რომელსაც თბილისში, რუსთაველზე დაედო საფუძველი. იქაც ვხედავთ იგივე სახეებს, ქალბატონ ელენე ხოშტარიას და "ნაცმოძრაობის" სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ წაახალისონ ძალადობრივი ქმედებები საზოგადოებაში.
ჩვენ ვნახეთ საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა ფაქტობრივად ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომლებზე. ისინი ცდილობენ, რომ ის ძალადობა, რომელსაც თავად ახალისებენ, შეფუთონ და წარმოადგინონ, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი გამოხატულება," - აღნიშნა ვახტანგ ჩოჩიამ.