ასეთი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დენ ლაიენმა მადრიდში, ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის უფლებამოსილების ესპანეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გამართული ევროკომისრების და ესპანეთის მთავრობის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნიდერლანდელი ჟურნალისტის, მარკ ბაბერკორნის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის დროს გააკეთა
ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა მარკ ბაბერკორნმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის რეფორმირებას, მისი ბიუჯეტის განაწილებისადმი ახლებურად მიდგომას საჭიროებს და დაინტერესდა ამ საკითხთან მიმართებით ესპანეთის პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაფართოების საკითხი მაგიდაზე დევს და რა თქმა უნდა, იქნება დებატები ინსტიტუციონალურ რეფორმაზე, რესურსებზე, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაზე, შეკავშირების ხარისხზე და ასე შემდეგ და ასე და ამგვარად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ, არის ის, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ევროკავშირი უახლოეს წლებში, როგორია მისი მიზნები, მისი სტრატეგიული ბუნება დაარსებიდან ოთხი ათეული წლის შემდეგ. მისი თქმით, იგი მიიჩნევს, რომ უნდა მეტად ფედერალიზირებული ევროკავშირის მიმართულებით უნდა იმოძრაონ და უფრო მეტი სუვერენიტეტი დათმონ.
„მოდით, გავიხედოთ წლებით წინ და შევეცადოთ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ევროპა. შეგვიძლია ჩვენ ევროკავშირი უკრაინის გარეშე, მოლდოვის გარეშე, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე და ევროპის ეს ნაწილები რუსეთის და ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფნი წარმოვიდგინოთ?
ეს შეუძლებელია.
ამიტომ მიმართულება ნათელია და ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოთ ევროპის მთლიანობა, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის ნაწილი იყვნენ. ეს არის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მივიღოთ და ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, ჩვენი ჯამური დაფინანსებიდან რა იქნება გამოყოფილი, როგორი იქნება ის ზოგადი პოლიტიკა, რომელსაც მივყვებით და რა მიმართულებები გვსურს განვავითაროთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს პრინციპული საკითხები რაც შეიძლება მალე უნდა გაწყდეს.