„სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში. მათი უტიფარი განცხადებები კი, კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს, განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში.“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კახი კალაძის მხრიდან ფორმულას ჟურნალისტზე სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას
„სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში.ეს დავინახეთ მათ შორის არ შემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც მიმართა დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე და ასევე იმაში, რომ დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ბრაზი გადაუვლის საზოგადოებას, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, კახა კალაძე "ფორმულას" ჟურნალისტს: "ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში!