ფაქტია, ამ მოცემულობაში, ივანიშვილი მისმა გარემოცვამ დააჯერა, რომ მას მორიგ ჯერზე არ მოუწევდა ფასის გადახდა, ევროპული მომავლის საბოტაჟის მცდელობის გამო და ამიტომ მოახდინა სწორედ რუსული კანონის რეინიცირება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ივანიშვილის სტრატეგიული ამოცანა არის ხელისუფლებაში დარჩენა ნებისმიერ ფასად. ის თვლიდა, რომ „რუსული კანონის“ რეინიცირებაში მას არ მოუწევდა ისეთი მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა, რისი გადახდაც მას რეალურად მოუწია, და ამ ილუზიებს, დარწმუნებული ვარ, უქმნიდნენ მისი პოლიტიკური პაიკები, რომელთა მორჩილების ხარისხი, ალბათ, გარკვეულწილად ვარირებს და ყველაზე მორჩილი მათ შორის აღმოჩნდა სწორედ ირაკლი კობახიძე. ფაქტია, ამ მოცემულობაში, ივანიშვილი მისმა გარემოცვამ დააჯერა, რომ მას მორიგ ჯერზე არ მოუწევდა ფასის გადახდა, ევროპული მომავლის საბოტაჟის მცდელობის გამო და ამიტომ მოახდინა სწორედ რუსული კანონის რეინიცირება. არ შეისმინა ის გაფრთხილებები, რომელიც მან მიიღო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მათ შორის ყველაზე ბოლო და ყველაზე მკაფიო, მკაცრი გაფრთხილება იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო'ბრაიენის პირით ჩამოტანილი უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაციიდან , რომელმაც გამოხატა მზაობა პირადად ივანიშვილს, რაც მანამდე არ ხდებოდა