"გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე მუქარის შემცველი ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამ  ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ და მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის საქართველოში არ ეშინია.“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

"მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს და ასევე მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე და ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის საქართველოში არ ეშინია.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ