„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად, მე არაერთხელ ვსაუბრობდით გაერთიანების აუცილებლობაზე, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, –  „ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ გიორგი ვაშაძის მოწოდებაში ახალი არაფერია.

თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო და ქვეყნის ევროპული მომავალი.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად, მე არაერთხელ ვაჟღერებდით გაერთიანების აუცილებლობას, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, რადგან დღეს საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოს, მოქალაქეების და ევროპული მომავლის მტერი არის რუსეთი, რომელიც ივანიშვილის ხელით ებრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საერთო ფრონტის შექმნა, ამიტომ ამ მოწოდებაში თავისთავად ახალი არაფერი არ არის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა,  ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა სიცოცხლე და ქვეყნის ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: ნახევრად ერთიანობა არ გამოვა- სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ