საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში NED-ის მნიშვნელოვან წვლილზე თეონა აქუბარდია საუბრობს.
"პირველად ხდება, რომ ჩინეთი საქართველოში უპირისპირდება აშშ-ს, რომელიც არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და პირველად ხდება, რომ "ქართული ოცნება" ამ გლობალურ დაპირისპირებაში იკავებს ჩინეთის მხარეს, რაც დამღუპველია საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებისთვის. ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგად. აშშ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას წლების მანძილზე უწევდა და NED-ი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფონდი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში ეხმარებოდა," - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.