"გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართული ოცნება", თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრით, ცდილობს, დღის წესრიგიდან მოხსნას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.

""არჩევნებისთვის მზადება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის უწყვეტი, 100-დღიანი პროტესტის მოთხოვნა.

სხვა დანარჩენი და მათი აქცენტები თვითმმართველობის არჩევნებზე, მიზნად ისახავს იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნან.

ჩვენი ინტერესია, რომ ქართველი ხალხის დღის წესრიგიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.