ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საკუთარი ხედვიდან და „ნაცმოძრაობის“ წარსულიდან გამომდინარე, მათთან ერთად ერთ საარჩევნო სიაში ყოფნა არ სურს.
„ამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ არ მიგვაჩნია 5 ნომრის საარჩევნო სიით გასვლა, ვფიქრობ, რომ ბუნებრივი იქნება, რომ მათ იმუშაონ იმ პოლიტიკურ პარტნიორთან და ერთიანი მოსაზრებები მათი ჯგუფის სახელით იყოს გამოთქმული, და არა „რეფორმების ჯგუფის“ სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ჩემი შეხედულება, ისევე როგორც წლების წინ, „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში იყო, არ შეცვლილა. შესაბამისად, ჩემი ხედვიდან და მათი წარსულიდან გამომდინარე, მათთან ერთად საარჩევნო სიაში ყოფნას არ ვფიქრობ“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.