„ქართული ოცნების“ მხრიდან ინიცირებული კანონი რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია, თავად ის ფაქტი მოწმობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონში ცვლილებებზე ორთვიანი პირობის მიუხედავად, დააინიცირა საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა როდესაც იციან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მათ ხმები არ ჰყოფნით, კვლავ დაუბრუნდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. ბუნებრივია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ“, - აცხადებს აქუბარდია.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება შემდეგ კი საკითხის საკომიტეტო განხილვები დაიწყება.