პირბადე მან ატაროს, ვისაც გრიპი აქვს და არა მოსახლეობამ. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „კურიერთან“ ისაუბრა.
„საქართველოში დღეს შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის, გრიპის თუ სხვა რესპირაციული ინფექციების, არ აღემატება საქართველოსთვის არსებულ წლიურ საშუალო ნორმას - 50%-52% მოდის მოდის გრიპზე. ამის გარდა, მეორე ადგილზე სიხშირით არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციები. განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები. გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ ატაროს პირბადე. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და ოთახის განიავება," - განაცხადა ცერცვაძემ.