„ოპოზიციური ალიანსი“ იმდენად უაზრო ერთობა იყო, გაერთიანებაში იმდენად შეუთავსებელი ადამიანები იყვნენ, დიდი ნიჭი არ სჭირდებოდა ამის თქმას, რომ დაიშლებოდა. ამ ადამიანებს არანაირი ღირებულებები არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ღირებულებები ნულია.

„ყვირიან და რაღაცებს ამბობენ, მაგრამ მათი ღირებულებები ნულია. სამშობლოს სიყვარული და შეგრძნება არ აქვთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშურებით თენგუზ შარმანაშვილმა განმარტა, რომ „ძალიან დიდი გადარჩენაა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში ეყოლებათ“.

„ხანდახან მიკვირს, „ნაცმოძრაობა“ სწორ ნაბიჯებს როგორ მიაგნებს ხოლმე. მმართველი პარტიისთვის „დიდი დარტყმაა“, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავს ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას მიაგნეს, ახლა ცოტა გაგვიჭირდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.