ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველი დღიდანვე ვარ იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ პოლიტიკაში, - ასე უპასუხა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა კონსულტაცია.
„რასაკვირველია, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის, მე მრავალი წელია, „ქართული ოცნების“ გუნდში აქტიურად ვარ ჩართული. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი და იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველი დღიდანვე ვარ იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.