პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გია ბენაშვილი აირჩიეს.

პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტს  გია ბენაშვილის კანდიდატურა  ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“  წარუდგინა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ გია ბენაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.