„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას, სულ მცირე აზრს მოკლებულად აფასებს.
„მცდელობა, ტოლობის ნიშანი დაისვას მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ გახარჯულ თანხებსა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ჯიბიდან გახარჯულ ფინანსებს შორის აზრს მოკლებულია. პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღემდე არცერთი თეთრი არ გახარჯულა და ამას ადასტურებს ყველა არსებული დოკუმენტი, მაშინ როცა, მიხეილ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული საკუთარი ჯიბის ფული ეგონა და არამიზნობრივად, უკანონოდ ხარჯავდა.
ამ სიტყვების დასტურად მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: მის არაოფიციალურ მოგზაურობაზე ტაილანდში გაიხარჯა 89 161 ლარი. სინგაპურში მ. სააკაშვილის მომსახურებისათვის ბიუჯეტიდან გაიხარჯა 60 856 ლარი.
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან გაიხარჯა 47 845 ლარი. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ხარჯებისა, რისი გაწევაც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ბიუჯეტიდან (საკუთარი ჯიბიდან) გვიწევდა. ასე რომ, ქურდს ქუდი ეწვის პრინციპიდან ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხმაური და ასეთი თემებით ხალხის მასაზე თამაში კიდევ ერთხელ აღიარებაა იმისა, რომ თავად ისინიც გუნდში ვერ უარყოფენ იმას, რომ ფაქტებით დადასტურებული ბიუჯეტის ქურდია მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი“. დიახ, ყოველი მათი მცდელობა მხოლოდ „ქურდს ქუდი ეწვის" პრინციპია," - წერს თამთა მეგრელიშვილი.