„ქართული ოცნება“ დეზინფორმაციულ ომს აგრძელებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ისევ გამრუდებული რეალობით ესაუბრება საზოგადოებას, დეზინფორმაციულ ომს აგრძელებს და დღეს სხდომათა დარბაზში მამუკა მდინარაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. როდესაც ცალ-ცალკე ველაპარაკებით ჩვენს კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“, ყველა გვეუბნება, რომ მათ სურთ მიიღონ კანდიდატის სტატუსი, ჩვენ გეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ა.შ. მაგრამ შემდეგ, თუნდაც საქართველოს პრეზიდენტი დეპოლარიზაციის იდეით მოდის, მას აბრალებენ რომ არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება. ძალიან ნათელია ამ შემთხვევაში, რომ „ქართული ოცნება“ გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა და აბსოლუტურად არ ადარდებს შედეგი“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.