ეს იყო დიდი სახელმწიფოს მებრძოლი ლიდერის მიმართვა, უკმაყოფილო მიმართვა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  თამარ კორძაიამ პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, სადა შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა.

თამარ კორძაიას განმარტებით, ზელენსკის განცხადება გაიგო ისე, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ღია კარის პოლიტიკის დატოვება მოითხოვა, იმისათვის, რომ ყველამ ერთად დაამარცხოს რუსეთი.

“ჩემი აზრით, ეს იყო დიდი სახელმწიფოს მებრძოლი ლიდერის  უკმაყოფილო მიმართვა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ იქ, სადაც საკუთარი სისხლით იბრძვიან უკრაინელები, იმათ არ აქვთ მკაფიო პასუხი და, რა თქმა უნდა, საქართველოსთანა პატარა ქვეყანა იქნება მძიმე მდგომარეობაში, ეს იყო ტექსტი. ბელარუსს სხვა კონტექსტი აქვს. ორივე ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში ვართ, ბელარუსიც და საქართველოც. დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკის საქართველოზე უფრო შესტკივა გული, ვიდრე ბელარუსზე.

ზელენსკი გლობალურად ხედავს რუსეთის დამარცხების გზას. ვიღაცები გაიბუტნენ, უკაცრავად, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ იქ წარმოდგენილი ვართ სუვერენული სახელმწიფოს სახელით. სუვერენული სახელმწიფო არ მიდის თავისი პოლიტიკური სიტყვით, რომ „ჩუმად ვარ და ვცდილობ გავძვრეო“, ის გვეწყინა, რომ ზელენსკიმ დაგვიცვა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი არც კი ამბობს, რომ საქართველოს გაცხადებული მიზანია ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვალდებულებებს.

„ჩვენ გვყავს დამღუპველი ხელისუფლება. ვინც პოლიტიკოსია, ის ქმნის პოლიტიკას. რა პოზიციით ჩავიდა ღარიბაშვილი, არავინ იცის. ამბობს, რომ ტურბულენტურ ვითარებაში უნდა გავძვრეთო და ეს არ არის პოლიტიკის კეთება, ეს არის დამკვირვებლობა. სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი არც კი ამბობს, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის.

ზელენსკის შეიძლება საერთოდ არ ადარდებდეს საქართველო, ბელარუსი და ა.შ. მაგრამ მას კარგად ესმის გლობალური პოლიტიკა. რუსეთის შევიწროების გზას ის ხედავს, იმაში რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები ყველა უნდა იყოს ნატო-ს წევრი, ეს არის რუსეთის დასუსტების გზა“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ზელენსკი: ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი?