ლოგიკურია, რომ გიორგი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე მიმოიხილავენ ვარდების რევოლუციას სააკაშვილის არხებზე. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვარდების რევოლუციის ორი იდეოლოგიური მტერი - ასლან აბაშიძის და ბადრი პატარკაციშვილის ორი მოკავშირე, ორი ჰომოფობი, ქსენოფობი, ორი ანტი-ვარდების რევოლუცია … ეს არის იმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, რომ სააკაშვილი იმ მონსტრადაა ქცეული, რომელიც ვარდების რევოლუციამ დაამარცხა.
და ისიც ლოგიკურია, რომ თუ ვარდების რევოლუციის იდეის ბოლომდე მიყვანა გვსურს, ეს უკბილო მონსტრი თავისი კასირიანად, უნდა ჩაირეცხოს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.