გახარიას პარტია ტელემედიაზე ღელავს.
ფიფოლ, ფულს ვინც იხდის იმას აშუქებს ტელემედია და დეკორაციებად ეპატიჟება სხვებს ბალანსისთვის (იმას, ვისაც ფულის წყარო კონკურენტად არ განიხილავს).
ანუ ჩვეულებრივი ბაზარია - ვერ აიღებენ ჟურნალისტები ხელფასს თუ ვიღაც ფულის ტომარა ძიამ არ ჩაუსხა და მერე ხდება ყველაფერი ამაზრზენი. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პრემიერი რომ იყო, მაშინ ვერ ამჩნევდა უბრალოდ რომ თავისუფალ ტელემედიას, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი სარეკლამო ბაზარი სჭირდება.
ამის გარეშე, ტელეჟურნალისტები ჩვეულებრივი პოლიტიკური ფულის ვაჭრები არიან და არა რეალობის გამშუქებლები, არამედ რეალობის გამმრუდებლები ფულის წყაროს სასარგებლოდ - ფული უნდათ.
და კი - ამაზრზენია." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".