სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას, ასევე 31 მარტისთვის აქციას ამზადებს , - პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს - ამაზე მუშაობს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.
გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირებდა, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა - ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ - ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.