სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს. დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობაა საჭირო, რაც მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია. ხელოვნურად, მედიით და ფულით გააქტიურებული მესამე პრეზიდენტი კი, ჩერგოლეიშვილის თქმით, პოლიტიკურად უნდა განადგურდეს.
"გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია. სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს. დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება. ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს პოლიტიკურად თუ წინსვლა გვსურს. პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ, უკბილო მონსტრს წყალს უსხამს, ვირტუალურ რეალობას უქმნის, კონკურენტებს უვიწროვებს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს. ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა. წადით და მიჩივლეთ
. p.s. თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან - ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას
თუმა, მსჯავრდადებულმა სააკაშვილმა დაკავებამდე სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა რომ ის უკრაინის რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან არის ურთიერთობაში.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი ოფიციალურად დაქორწინებული იყო სანდრა რულოვსზე, ჰყავთ საერთო ორი ვაჟი.
სანდრა რულოვსი იყო საქართველოს პირველი ლედი 2004–2007 და 2008–2013 წლებში.