2021 წელს კეზერა მელიას უთვლიდა თუ ბოკერიას არ მოაშორებ, არჩევნებს არ დაგიფინანსებო.
მელია, ჯაფარიძე, ელენე … დათანხმდნენ გიგას ამომრჩევლის იგნორირებას და დიდი ფულის გავლენით პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლას, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიშას უნდა რომ მის გარშემო იყოს გაერთიანებული მთელი ოპოზიცია.
მას არ ანაღვლებს ერთმანეთს რას ერჩიან მის ქვეშ მოფუთფუთენი.
მთავარია მიშა არ უარყონ.
ამიტომ ელაქუცება შანტაჟით მელიას - ერთმანეთში იჩხუბეთ, მე არ მეჩხუბო თორემ კვესიტაძეს ვუბრძანებ ეთერი დაგიბლოკოს და ბოკერიასავით “გაგანულოსო”.
მაგრამ, თან ფული სჭირდება.
ამიტომ მელიას ქებას მალევე შლის ფეისბუქიდან.
ეტყობა კეზერა უთვლის, მაშინ შენ დააფინანსე არჩევნებიო.
ანუ მიშაც ფულის გავლენით მოძრაობს.
ასეთი კორუმპირებული გარემოა.
ეს სიმყრალე უნდა ჩაირეცხოს.
P.S. 2021 წელს კეზერა მელიას უთვლიდა თუ ბოკერიას არ მოაშორებ, არჩევნებს არ დაგიფინანსებო.
მელია, ჯაფარიძე, ელენე … დათანხმდნენ გიგას ამომრჩევლის იგნორირებას და დიდი ფულის გავლენით პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლას.
ამიტომაა უფალი მაღალი.
კორუმპირებული სპექტრის პოლიტიკურ გვამებზე ვიცეკვებ“- წერს ჩერგოლეიშვილი.