ევროპარლამენტარებს ის პოლიტიკოსები რომ ელაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით, საკუთარი ამომრჩეველიც რომ არ ენდობა, ამიტომაცაა კარგად ამ ქვეყნის საქმე.  - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"პოლიტიკური ლიდერშიფის ასეთი კრიზისი საქართველოში არასოდეს მდგარა. 
ეს ყველაფერი მიშა სააკაშვილის პასუხისმგებლობაა  - რაც თვითონ ვერ შეძლო ფარჩაკმა, არც სხვას აცადა - ველი მისი მოლაქუცე უინტელექტო ფარჩაკებით გადაავსო. 
ახლა გველეშაპს ან ორივე თავი მოეჭრება, ან რუსულ ჭაობში ჩავიძირებით.
(ანუ ნეტა რა ჰგონიათ, სალომე
სამადაშვილი რომ ეტყვის რამეს ჟიგისს, მისი ძაღლის გარდა, ვინმეს განასახიერებს?)" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".