"ცოტა ხანში ოპო ოლიგარქიას ვნახავთ მოქმედებაში. ოპო "ღარიბაშვილი" წავა და ოპო "კობახიძე" მოვა". - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვინც ამ სამარცხვინო წესრიგს არ ავიწროვებს და ლეგიტიმაციას უკეთებს, ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩასანაცვლებლად, უბრალოდ ძალაუფლებისთვის და გამდიდრებისთვის იბრძვის და სტატუს კვოსთან წააგებს.
პ.ს. ცხადია, ისედაც - ქართველი ხალხი ოპო ღორებზე უკეთესს იმსახურებს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.