ამის შესახებ  "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში "იგლ ჰილსის" ინვესტიციასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის კრიტიკაზე წერს. 

"ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და "ჯღანუცხოელებთან" მებრძოლი მიშა იყო. თქვენი დებილი, ბანკროტი, მეორადი ქსენოფობი, უფანტაზიო დედები ვატირე, თქვე უნიჭოებო", - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს. კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. კრწანისში, ეს მიწა ჩემთვის შეუფასებელია“.