გოგა ხაინდრავას "შლაპა" ვერ უშველის, რაც არ უნდა დიდი ზომის იყოს, ვერ გადაფარავს მის სიბინძურეებს”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც კინორეჟისორ, გოგა ხაინდრავას განცხადებას გამოეხმაურა.
„ოპერატორად" შეშვებული გოგა ხაინდრავა ღელავს თურმე, აფხაზეთში ომის დროს, რომ თავი მოიჭრა ამ პალმების "ბაცაცამ , ეტყობა დაავიწყდა ამ ხილიანელ უბნის ვითომ მოძველბიჭოს , არადა მთელი ცხოვრება რუსების "ნასედკებს " რომ იყო აკრული მორჩილად და დღესაც რომ პირუთვნელად ემსახურება რუსეთს, დაავიწყდა ეტყობა, რომ ეს თბილისია და "შლაპა" ვერ უშველის რაც არ უნდა დიდი ზომის იყოს, ვერ გადაფარავს მის სიბინძურეებს , ყველას ყველაფერი ახსოვს და იცის , ვერც ყვავილებით სირბილი უშველის, (წინსწრებით რომ დაქროდა სალომე ზურაბიშვილთან, როგორც "პირველი მერცხალი " მისალოცად ) მისი პატრონი პატარკაციშვილი კი მკვდარია და ვეღარ უშველის, ნუ შეიძლება ჰა და ჰა რუსეთის "შნიკი" ნუგზარ ფოფხაძე მიეშველოს , ეს ოხერი პრიგოჟინიც მკვდარია, დანარჩენებისთვის კი პეშკაა უბრალო, ეს ყველასთვის ცნობილი ქვეყნის გამყიდველი "შლაპიანი ბაცაცა"!.......ისე, შეგახსენებთ რომ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2012 წელს საქართველოში გეგმავდა ხაინდრავა ახალი ბანდფორმირების რამდენიმე ჯგუფის შექმნას ჩამოყალიბებას, ესეც გვახსოვს და ამ ინფორმაციის ლინკს გთავაზობთ პირველ კომენტარში! ეს ხაინდრავა, 90-იანებში სამაჩაბლოში მომხდარი დიდი ტრაგედიის , საეჭვო ვითარებაში მომხდარი დიდი ტრაგედიის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაატრიალა რუსეთმა , აი ამ ტვირთის მატარებელი დღემდე კიდევ ხმის ამოღებას რომ ბედავს!!!!“- წერს ჩარკვიანი.