გამოვიდეს კობა ნაყოფია და თვალებში ჩახედოს თამარ ჩარკვიანს! ყური აუწიოს იმ უტიფარ ბიჭს, ავერიე ვიღაც ვაჭრუკანებში - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„2018 წელს მე წარვადგინე ხუთიანი, ხატიას წარედგნა აბა, თუ გაჭრიდა, თავს კი არ ვიქებ, უბრალოდ მაშინ მნიშვნელობა ჰქონდა რომ ყოფილ ოპოზიციაში მყოფს გაეკეთებინა ეს, რომ ჩვენ ძალა ერთობაშია გვეჩვენებინა. ხატია და მაგვარები მაშინ ძნელად გამოდიოდნენ ქუჩაში, დანახვა არ უნდოდა ხალხს მათი და იმიტომ იყო რომ ის ძალა ერთობაში გაკეთდა. ამოვალაგე ახლა ყველაფერი, ეს თუ გინდოდათ აი გასმენინებთ მაშინ. ხუთიანი წარვადგინეთ მე და პაატა ბურჭულაძემ. რა ტალახშიც გავიარე, ეს იცის მარტო ჩემმა სამეგობრომ. რა ანგარებით გავაკეთე მე ეს მაშინ?! გამოვიდეს კობა ნაყოფია და თვალებში ჩახედოს თამარ ჩარკვიანს, რა ანგარებით გავაკეთე მაშინ?! ამოიღოს ხმა და ამ უტიფარ ბიჭს ყური აუწიოს ამ სიბინძურისთვის, ავერიე ვიღაც ვაჭრუკანებში“ - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.