სუბარ, რა გამოტვინებულიც იყავით იმ წლებში, ის გამოტვინებული დარჩით. ქვეყნის სიყვარული რომ არ გეცოდინება, შენთან არაფერი საქმე არა მაქვს, მე აქ ზოგიერთების მიკვირს, თორემ, შენი არაფერი არ მიკვირს. ერთ ჭიქაში, ყველაფერს გაგაკეთებინებენ - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ხალხის ძალას" დეპუტატს, სობარ სუბარს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
თავის განცხადებაში, სადაც თაკო ჩარკვიანი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობასა და რევოლუციისა და მიხეილ სააკშვილის თემაზე საუბრობდა, სოზარ სუბარმა მას რეპლიკით მიმართა: "ასი ათასი კაცი რატომ არ დაახვედრე?"
აღნიშნულ განცხადებას თაკო ჩარკვიანის გაღიზიანება მოჰყვა.